3 ივნისი, 2015

მიშა მშვილდაძეს თემო მჟავია უპირისპირდება

1პროდიუსერ მიშა მშვილდაძეს იუმორისტი თემო მჟავია უპირისპირდება და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

თემო მჟავიამ ცნობილი პროდიუსერს წინააღმდეგ მას შემდეგ გააკეთა საჯარო განცხადება, რაც მიშა მშვილდაძემ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე განცხადება გააკეთა:

– ვინც პარლამენტში ხმას მიცემს იმას, რომ ციხეში სვამდნენ ადამიანებს მარიხუანას მოწევის გამო, იქნება რუსი, არსით, სულით, თავისი ადამიანობით. ვინც ხმას მისცემს იმას, რომ ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ მარიხუანას გამო, ყველა თავისი არსით იქნება ნორმალური, კეთილი, ევროპელი ადამიანი.

თემო მჟავია:

– ჩემი ცოლი არის რუსი, უყვარს საქართველო, ისწავლა ქართული და ქართულად ზრდის ჩემს ნახევრადრუს შვილს და ამის გარდა, კიდევ უამრავი რუსი ცხოვრობს საქართველოში, რომელსაც ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა! ჩემი აზრით, მიშა მშვილდაძის მცდელობა, რომ სიტყვა “რუსი” სალანძღავ სიტყვად აქციოს, არის დიდი შეურცხყოფა და აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადოს ამისთვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში მოუწევს ამ ყველაფრის ახსნა!