28 ივნისი, 2015

,,მინდა მესმოდეს დედის ხმა!”

1erekle– მინდა მესმოდეს დედის ხმა! – ასე ეწოდება საქველმოქმედო კონცერტს, რომელიც 2 ივლისს სპორტის სასახლეში 6 თვის ერეკლე ლორთქიფანიძის დასახმარებლად ჩატარდება. პატარას დაუდგინდა ორმხრივი მე-4 ხარისხის სმენა-ჩლუნგობა (ყრუმუნჯობა).

ერეკლეს დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ხმები, ალილო, თეატრალური კვარტეტი, შვიდკაცა, ალილოს კვარტეკტი, თბილისური კვარტეტი, ზვიად ბოლქვაძე, ეკა მამალაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ვაჟა მანია, მაკა ზამბახიძე, სალომე ბაკურაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუკა კვალიაშვილი, კოკა და ნინო, სალომე კორკოტაშვილი, დათუნა სირბილაძე, ნატალია ქუთათელაძე, დათო ევგენიძე, ბაკურ ბურდული, ნიკოლშოუ და ნიუტონი.

– ეს ბავშვი ჩვენი ტრაგიკულად გარდაცვლილი მეგობრის გია ლორთქიფანიძის (პარსიკას) შვილია, რომელსაც ძალიან მძიმე დაავადება აქვს! თუ ერეკლეს 9 თვემდე არ ჩაუტარდა ოპერაცია დრეზდენში, იგი ყრუმუნჯი იქნება! ერეკლე ახლა 6 თვისაა. მას ძალიან სურს გაიგოს დედის ხმა, მაგრამ სმენის პრობლემა აქვს. მამა სამი თვის გარდაცვლილი ჰყავს და სამწუხაროდ, მის ხმას ვეღარ გაიგონებს. გერმანიის ქალაქ დრეზდენში არსებულ საუნივერსიტეტო კლინიკიდან დასტური მოვიდა ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. გადმოგზავნილი ინვოისის საფუძველზე ოპერაცია 70 500 ევრო ჯდება. გერმანიის ქალაქ დრეზდენის საუნივერსიტეტო კლინიკიდან მიღებული პასუხის შემდეგ თავად ერეკლეს დედასაც, რომელსაც უკვე აღარ სჯეროდა მისი შვლის სმენადობის აღდგენის (იმპლანტაციის), მიეცა იმედი და გთხოვთ, ყველანი გავერთიანდეთ და ჩვენი პატარა წვლილი მაინც შევიტანოთ მის გადასარჩენად! ახლა ყოველი დღე მნიშვნელოვანია! გიას მეგობრები ვმართავთ საქველმოქმედო კონცერტს ერეკლეს დასახმარებლად. ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, გვინდოდა კონცერტის გადადება, მაგრამ ოპერაცია არის სასწრაფო! ერეკლეს სჭირდება ჩვენი დახმარება! თქვენი თითოეული შეძენილი ბილეთით და კონცერტზე მოსვლით მას დავუბრუნებთ სმენას და მომავალში ლაპარაკის უნარს! უმორჩილესად გთხოვთ ყველას, რომ შეეწიოთ პატარა ერეკლეს და შეიძინოთ ბილეთები. წინასწარ დიდი მადლობა ყველას! ჩვენ გვჯერა, რომ პატარა ერეკლე გაიგებს დედის ხმას! – წერენ სოციალურ ქსელში პატარა ერეკლეს გარდაცვლილი მამის მეგობრები.

სპორტის სასახლეში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია.

ერეკლეს დასახმარებლად ჩართულია სპეც-ნომერი 0 901 100 101

და გახსნილია საბანკო ანგარიში:

GE32TB7236736080100002 (GEL)

GE49TB7236736180100003 (USD,EUR )