25 ივნისი, 2015

,,მგზავრების’’ ჰიმნი დაზარალებულ თბილისს

1mgzavrebiჯგუფმა “მგზავრები” 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისს ახალი სიმღერა მიუძღვნა.

“ძალა ერთობაშია” – ასეთია სიმღერის სახელწოდება, რომელიც ამ ტრაგედიის ჰიმნი გახდა და მასზე კლიპი უკვე გადაღებულია. კლიპის რეჟისორი რამაზ ჩხიკვაძეა.

სიმღერას “მგზავრებთან” ერთად სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, რამაზ კურტანიძე, ვიქტორ სანიკიძე, დუტა სხირტლაძე, ნინო გაჩეჩილაძე და რიგითი მოქალაქეები ასრულებენ.

კლიპი ინტერნეტში უკვე გავრცელდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.