3 ივნისი, 2015

მეუფე თადეოზზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

meufe-tadeozi555მეუფე თადეოზზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. მისი პრეზენტაცია 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება.

„…და გათავდება ყველა ტკივილი…“ – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც მიტროპოლიტ თადეოზს (იორამაშვილი) ეძღვნება. ფილმში გამოყენებულია მასალა, რომელიც მეუფის გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე ჩაწერა ლიტერატურულმა საზოგადოება „ვერკვლისციხელმა“.

ფილმის ავტორია თამარ თაგვაძე, ოპერატორი გრიგოლ ხასიევი, იდეის ავტორები კი არიან მარინა ხარხელაური და გიორგი ფარეშიშვილი. ფილმს წარადგენს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი და ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელი“.

მეუფისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.