17 ივნისი, 2015

მესხეთის თეატრი ქველმოქმედებაში ერთვება

1mmeessახალციხის (მესხეთის) თეატრი თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლის თამაშს გეგმავს.

18 ივნისს მესხეთის თეატრში რეჟისორი კახა გოგიძის სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. “იქ, სადაც ჩემი სახლია” – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც ქველმოქმედებისთვის გათამაშდება:

– ძვირფასო მეგობრებო! 18 ივნისს გაიმართება მესხეთის თეატრის საქველმოქმედო სპექტაკლი ,,იქ, სადაც ჩემი სახლია“, დამდგმელი რეჟისორი კახა გოგიძე, რომლის შემოსავალი მთლიანად გადაირიცხება თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.