Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მერილინ მონროს სახლი დაანგრიეს

19 ივნისი, 2015

1monroBBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ვარსკვლავის მერილინ მონროს სახლი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლოს ანჯელესში მდებარეობდა, დაანგრიეს.

ამ სახლში მსოფლიოს ულამაზესი ქალი მაშინ ცხოვრობდა, როცა ის ლოს ანჯელესში პირველად ჩავიდა. ეს 1944 წელს მოხდა, ულამაზეს გოგონას ჯერ კიდევ ნორმა ჯინ დოგერტი ერქვა.

მიუხედავად მერილინის თაყვანისმცემლების აქტიურობისა და მონდომებისა, გადაერჩინათ ისტორიული სახლი დანგრევისგან, ეს ვერ მოხერხდა, რადგან სასამართლოს მიერ ეს ქმედება სრულიად კანონიერად იქნა მიჩნეული.

მერილინ მონრო, რომელიც დღემდე რჩება ნომერ პირველ ულამაზეს ქალბატონად მთელს  მსოფლიოში, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.