30 ივნისი, 2015

მებო ნუცუბიძე: ,,გავაკეთოთ ძალიან კარგი საქმე!”

1meboმომღერალი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში ინიციატივით გამოდის, ყველამ ერთად გავაკეთოთ ძალიან კარგი საქმე.

მომღერალი საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად 30 ივნისს საგანგებო საქველმოქმედო კონცერტს მართავს:

“30 ივნისს, ვისაც თან კარგი საქმის გაკეთება და თან კარგი მუსიკის მოსმენა გსურთ, მოდით მაგთი კლუბში. The BearFox-მა საქველმოქმედო კონცერტის გაკეთება გადავწყვიტეთ.

ჩვენთვის, მუსიკოსებითვის, ეს საუკეთესო საშუალებაა სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისა: ჩვენ ბოლომდე გვერდში ვუდგავართ 13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებულ ადამიანებს და იმედი გვაქვს, რომ მცირედ თანხას მაინც შევაგროვებთ მათ დასახმარებლად.

გარდა ამისა, ეს იქნება ჩვენი ლაივში მოსმენის კარგი შანსი. დავუკრავთ უფრო დიდი პროგრამას, ვიდრე Tbilisi Open Air Alter/Vision-ზე, რომელზეც ჩვენ 7 ივლისს ვუკრავთ მთავარ სცენაზე.

გელით ბევრი მუსიკალური სიახლე და სხვა სურპრიზი.

ერთად გავატაროთ კარგი საღამო და თან გავაკეთოთ ძალიან კარგი საქმე!”