14 ივნისი, 2015

,,მძლევარის’’ საიუბილეო კონცერტი მოხსნილია

1mdzlevariანსამბლ “მძლევარის” საიუბილეო კონცერტი, რომელიც 14 ივნისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში უნდა გამართულიყო, მოხსნილია.

ინფორმაციას ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ავრცელებს:

“ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და ანსამბლი “მძლევარი” მწუხარებას გამოთქვამს გუშინ თბილისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს! ამავე დროს გატყობინებთ, რომ 14 ივნის დანიშნული კონცერტი მიძღვნილი ანსამბლის იუბილესადმი გადატანილია 25 ივნისს და გაყიდული ბელეთები ძალაში იქნება.”

ანსამბლ “მძლევარს” 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი უნდა ჩაეტარებინა. ორგანყოფილებიან კონცერტზე უნდა შესრულებულიყო როგორც კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები, ასევე ხალხური სიმღერები. ღონისძიებაში ჩართული იყო ანსამბლ „მძლევარის“ ყველა თაობის წარმომადგენელი. ანსამბლის იუბლესთან დაკავშირებით, გამოიცა 10 CD-ისგან შემდგარი ვიდეოკრებული, რომელშიც ანსამბლის, ფაქტობრივად, მთლიანი შემოქმედებაა ასახული.