9 ივნისი, 2015

მაყვალა ქასრაშვილი რუსთაველის თეატრში იმღერებს

1makvalaცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი მაყვალა ქასრაშვილი რუსთაველის თეატრში იმღერებს. 9 ივნისს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი წარმოადგენს ოთარ თაქთაქიშვილის ოპერას “მთვარის მოტაცება”, რომელიც კომპოზიტორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ მაყვალა ქასრაშვილი, ირინე შერაზადაშვილი, თეიმურაზ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, ალუდა თოდუა, ირინა ალექსიძე, ლევან მაკარიძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, ანსამბლი “რუსთავი”, ანსამბლი “აფხაზეთი”, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, კონცერტმაისტერი დარეჯან მახაშვილი, მკითხველები ელდინო საღარაძე და დიმა ჯაიანი.