19 ივნისი, 2015

მანანა მენაბდის კლიპი სტიქიას მიეძღვნა

1menabdeმომღერლის, მწერლისა და მხატვრის მანანა მენაბდის ერთ-ერთი ბოლო კლიპი 13 ივნისს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას მიეძღვნა. კლიპი სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა და მისმა რეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა ამ თემაზე სპეციალური განცხადებას გააკეთა:

“ეძღვნება სტიქიას. მაპატიეთ, თუ კლიპზე წარწერა ნამეტანი ემოციურად და გამაღიზიანებლად გამომივიდა, იმათ მაპატიონ განსაკუთრებით ვინც ომობს. მანანა მენაბდეს მადლობა სიმღერისთვის “პატარა ბიჭი დამეკარგა” და მაპატიოს დღევანდელ დღეს თუ მისგან დამოუკიდებლად ვდებ.

… და ჩემი პოეტი მეგობარი, ძალიან კარგი კატო ჯავახიშვილი, რომლის გარეშეც არ მოხდებოდა.

სულ რაღაც მინდა დავწერო და ვერაფრით ვახერხებ, ვწვალობ, ეს ტრაგედიაც ისტორიის წიგნებს ერთ წინადადებად დარჩება, კატაკლიზმა არ არის გასაკვირი, ყველგან ხდება. აბა, იაპონიასთან შედარებით რა გვეთქმის, მაგრამ… იაპონელები ხომ ზუსტად გეგმავენ ქალაქს, ალბათ ზოოპარკიც არ აქვთ ბოლშევიკების ცოდვის შედეგად აშენებული, არც “ყიფშიძე”, “ხილიანი”, “მზიური” არ აქვთ ერთმანეთზე უაზროდ დაშენებული, ალბათ ხეებსაც უფრთხილდებიან და არც დაუგეგმავი მშენებლობები აქვთ, მდინარის კალაპოტსაც ზუსტად გათვლიდნენ სავარაუდოდ, ადამიანური მსხვერპლი იმათ რო ჰქონიათ, ისეთი – ყველა ღმერთმა დაგვიფაროს, თუმცა ტრაგედიამ ციფრი არ იცის. ვიღაცას დიდი შეცდომა მოუვიდა, ვიღაცას პატარა, ბუნება ხომ ბრძანებელია და მაგას ვერ გათვლი… დამნაშავეების ძებნა არ არის საჭირო, ჩვენი თვითოეულის მოთხოვნილებაა ყველაფერი, ჩვენი მოთხოვნილება სხვისი ბიზნესია და პირიქით…

და მაშინ აშენებ იქ, სადაც არ უნდა აშენო, ჭრი იმას, რაც არ უნდა მოჭრა, არ აკეთებ იმას, რაც უნდა აკეთო. დამნაშავე არავინაა, უბრალოდ ცხოვრებაა ესეთი: ცოტ–ცოტა და თითო–თითო, ყოველდღე უმნიშვნელოდ, წვრილმანად, ვერც ვერავინ რო ვერ გაიგებს და არაფერი გაფუჭდება ისე დააშავო. ეს ცოტა–ცოტა, თითო–თითო, გროვდება მერე მოვა ნიაღვრად წაგიღებს, ხან ტერიტორიებს კარგავ, ხან ადამიანებს, ხან ერთ–ერთი პირველი ხარ მსოფლიოში უბედურების რეიტინგით. ხან მართლა ვერ გათვლი, რომ შეიძლება რამე მოხდეს, თორემ ხომ გექნებოდა ის რაღაც დასაძინებელი ნემსი, მაინც ყოველ შემთხვევაში, მოკვლა რომ არ მოგიწიოს, ან ნასწავლი გექნებოდა ეს როგორ გააკეთო, მეტი კი არაფერი. ბანალურია როცა გარშემო ყველაფერი ინგრევა და და შენ გააფთრებული ლომის სიცოცხლეზე ბანალურად ნერვიულობ. ისიც გასაგებია, რომ მოჭარბებული ქართული ემოცია გვერევა და გააქანებ და დააგდებ, დავუშვათ თეთრ ვეფხვს, –ისტორიის წიგნში ხომ ეს იმ ერთ წინადადებაშიც კი არ შევა. ის კი არა და, ეგ რა არის – ოთხმოცდაათიანებში, ზოოპარკში ცოცხალ შველს ჩუმად ბარკალი მოაჭრეს მწვადისთვის.

მთავარია რომ გაჭირვებაში ყველანი ერთსულოვნები ვართ, ტირილამდე ერთსულოვნები, (და ეს მართლა გენიალურია) გულანთებულები ვეხმარებით ერთმანეთს, რომ ის ცოტ–ცოტა, თითო–თითო, ყოველდღიური პაწუწკა შეცდომა მოვიწმინდოთ, მარტო რო დავრჩებით ჩვენს თავთან და რომ გვაწუხებს, ის პაწუწკა შეცდომა. ალბათ იმასაც შეაწუხებს ემოციისგან ნასროლი, როცა მიხვდება რომ შეეძლო არ ესროლა, საქმე რომ კარგად სცოდნოდა, მაგრამ ცხოვრებაა ესეთი, გამოუვალ მდგომარეობაში გაგდებს. ეს ტრაგედია იმასთან რაა, ნიაღვარი ხელიდან საყვარელ ქალს რომ წაგართმევს და ვერ გადაარჩენ.

კატაკლიზმა ყველგან ხდება. ეს ტრაგედია ისტორიის წიგნებს ერთ წინადადებად დარჩება.: “2015 წლის, ივნისში, თბილისში დიდი წვიმიანობის გამო ადიდდა მდინარე ვერე, დაანრგია სახლები, იყო მსხვერპლი”.

კიდევ ერთხელ, მაპატიეთ გამაღიზიანებელი ემოცია.”

ეძღვნება სტიქიას. მაპატიეთ თუ კლიპზე წარწერა ნამეტანი ემოციურად და გამაღიზიანებლად გამომივიდა, იმათ მაპატიონ განსაკუთრებით ვინც ომობს. მანანა მენაბდეს მადლობა სიმღერისთვის “პატარა ბიჭი დამეკარგა” და მაპატიოს დღევანდელ დღეს თუ მისგან დამოუკიდებლად ვდებ. … და ჩემი პოეტი მეგობარი, ძალიან კარგი კატო ჯავახიშვილი, რომლის გარეშეც არ მოხდებოდა. სულ რაღაც მინდა დავწერო და ვერაფრით ვახერხებ, ვწვალობ, ეს ტრაგედიაც ისტორიის წიგნებს ერთ წინადადებად დარჩება, კატაკლიზმა არ არის გასაკვირი, ყვგელგან ხდება. აბა , იაპონიასთან შედარებით რა გვეთქმის, მაგრამ… იაპონელები ხომ ზუსტად გეგმავენ ქალაქს, ალბათ ზოოპარკიც არ აქვთ ბოლშევიკების ცოდვის შედეგად აშენებული, არც “ყიფშიძე”, “ხილიანი”, “მზიური” არ აქვთ ერთმანეთზე უაზროდ დაშენებული, ალბათ ხეებსაც უფრთხილდებიან და არც დაუგეგმავი მშენებლობები აქვთ, მდინარის კალაპოტსაც ზუსტად გათვლიდნენ სავარაუდოდ, ადამიანური მსხვერპლი იმათ რო ჰქონიათ, ისეთი,– ყველა ღმერთმა დაგვიფაროს, თუმცა ტრაგედიამ ციფრი არ იცის. ვიღაცას დიდი შეცდომა მოუვიდა, ვიღაცას პატარა, ბუნება ხომ ბრძანებელია და მაგას ვერ გათვლი… დამნაშავეების ძებნა არ არის საჭირო, ჩვენი თვითოეულის მოთხოვნილებაა ყველაფერი, ჩვენი მოთხოვნილება სხვისი ბიზნესია და პირიქით… და მაშინ აშენებ იქ სადაც არ უნდა აშენო, ჭრი იმას, რაც არ უნდა მოჭრა, არ აკეთებ იმას რაც უნდა აკეთო. დამნაშავე არავინაა, უბრალოდ ცხოვრებაა ესეთი: ცოტ–ცოტა და თითო–თითო, ყოველდღე უმნიშვნელოდ, წვრილმანად, ვერც ვერავინ რო ვერ გაიგებს და არაფერი გაფუჭდება ისე დააშავო. ეს ცოტა–ცოტა, თითო–თითო, გროვდება მერე მოვა ნიაღვრად წაგიღებს, ხან ტერიტორიებს კარგავ, ხან ადამიანებს, ხან ერთ–ერთი პირველი ხარ მსოფლიოში უბედურების რეიტინგით. ხან მართლა ვერ გათვლი, რომ შეიძლება რამე მოხდეს,თორემ ხომ გექნებოდა ის რაღაც დასაძინებელი ნემსი, მაინც ყოველ შემთხვევაში, მოკვლა რომ არ მოგიწიოს, ან ნასწავლი გექნებოდა ეს როგორ გააკეთო, მეტი კი არაფერი. ბანალურია როცა გარშემო ყველაფერი ინგრევა და და შენ გააფთრებული ლომის სიცოცხლეზე ბანალურად ნერვიულობ. ისიც გასაგებია, რომ მოჭარბებული ქართული ემოცია გვერევა და გააქანებ და დააგდებ, დავუშვად თეთრ ვეფხვს, –ისტორიის წიგნში ხომ ეს იმ ერთ წინადადებაშიც კი არ შევა, ის კი არა და , ეგ რა არის,– ოთხმოცდაათიანებში, ზოოპარკში ცოცხალ შველს ჩუმად ბარკალი მოაჭრეს მწვადისთვის. მთავარია რომ გაჭირვებაში ყველანი ერთსულოვნები ვართ, ტირილამდე ერთსულოვნები,(და ეს მართლა გენიალურია) გულანთებულები ვეხმარებით ერთმანეთს, რომ ის ცოტ–ცოტა, თითო– თითო, ყოველდღიური პაწუწკა შეცდომა მოვიწმინდოთ, მარტო რო დავრჩებით ჩვენს თავთან და რომ გვაწუხებს,– ის პაწუწკა შეცდომა. ალბათ იმასაც შეაწუხებს ემოციისგან ნასროლი, როცა მიხვდება რომ შეეძლო არ ესროლა, საქმე რომ კარგად სცოდნოდა, მაგრამ ცხოვრებაა ესეთი, გამოუვალ მდგომარეობაში გაგდებს. ეს ტრაგედია იმასთან რაა, ნიაღვარი ხელიდან საყვარელ ქალს რომ წაგართმევს და ვერ გადაარჩენ. კატაკლიზმა ყველგან ხდება. ეს ტრაგედია ისტორიის წიგნებს ერთ წინადადებად დარჩება.: “2015 წლის, ივნისში, თბილისში დიდი წვიმიანობის გამო ადიდდა მდინარე ვერე, დაანრგია სახლები, იყო მსხვერპლი.”კიდევ ერთხელ მაპატიეთ გამაღიზიანებელი ემოცია..

Posted by Beso Solomanashvili on Sunday, June 14, 2015