ლიზა ბაგრატიონი ქველმოქმედებისთვის იმღერებს

1lizaმომღერალი ლიზა ბაგრატიონი თავის კოლეგებთან ერთად ქველმოქმედებისთვის ერთიანდება და 6 ივნისს Rooms Hotel Tbilisi- ში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობს.

ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ნატალია ქუთათელაძე, ეკა მამალაძე, სალომე კორკოტაშვილი, ზურა კობახიძე, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი და ნიჭიერთა ათწლედის საბავშვო ორკესტრი ირინა ოდიშარიას ხელმძღვანელობით საქველმოქმედო კონცერტზე სპეციალურ პროგრამას წარმოადგენენ.

საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ლიკა ქინქლაძის გადაუდებელ ოპერაციას. Rooms Hotel Tbilisi-ში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 30 ლარია.