10 ივნისი, 2015

ლინდა ადამია: ,,ბოდიშს ვიხდი!’’

1linda“იქს ფაქტორის” მონაწილე ლინდა ადამია საჯაროდ იხდის ბოდიშს და ყველას პატიებას სთხოვს:

“ხალხს მინდა მიმართო გულწრფელად! ჩემი გუშინდელი კომენტარი იყო გადამეტებული! ძალიან ვინერვიულე, რომ ჩემი გულშემატკივრები გავანაწყენე. ამდენი უარყოფითი კომენტარი რომ წავიკითხე, ძალიან განვიცადე და დიდი ბოდიში მინდა მოვიხადო. მე არ ვარ უმადური ადამიანი, ნამდვილად ვგრძნობ თქვენს გვერდში დგომას და მხარდაჭერას. სწორედ ეს მაძლევს სტიმულს, რომ მეტი გავაკეთო ისევ და ისევ თქვენი სიყვარულის დასაბრუნებლად. უბრალოდ ყველაფერი სხვა ქვეტექსტით ვიგულისხმე. ძალიან ვწუხვარ, რომ გაგანაწყენეთ და წარმოდგენა შეგიცვალეთ ჩემზე. გკოცნით ბევრს.”

ლინდა ადამია ორშაბათს აუთსაიდერად დასახელდა. ამის გამო განაწყენებულმა მომღერალმა ასეთი კომენტარი დაწერა:

“ამ ლაივს საერთოდ უკომენტაროდ ვტოვებ, სირცხვილი ჩემო ძალიან საყვარელო მეგობრებო, ნათესავებო, ახლობლებო და მეგობრებო. დალშე მე სიამოვნებას მანიჭებს ჩემი დღევანდელი ნამღერი.”