22 ივნისი, 2015

კომედიის ფესტივალმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

1koკომედიის ფესტივალის ჟიურიმ მასში მონაწილე თეატრალური დასებიდან საუკეთესოები გამოარჩია და საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.

2015 წლის “კომედიის ფესტივალის” ჟიურის მიერ გაცემული დიპლომები ასე გადანაწილდა:

საუკეთესო დრამატურგი – მიხეილ თუმანიშილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული თეატრი, ნინო მირზიაშვილი პიესისათვის „მაცეკვე ტანგო“.

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალის როლი – გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლში „მუსუსი“ ატოს როლის შესრულებისთვის მსახიობი მარი არღუთაშვილი.

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი კაცის როლი – რკინის თეატრის სპექტაკლში სულ ხვა ოპერა“ ცელია პიჩემის როლის შესრულებისთვის მსახიობი ნოდარ სიმსივე.

საუკეთესო მსახიობი ქალის როლი – მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლში „აივანი”, ფერმონიას როლის შესრულებისთვის მსახიობი ლია სულუაშვილი.

საუკეთესო მსახიობი კაცი როლი – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, დათო როინიშვილი როლისთვის ჟოზეფინა და ზვიად სვანაძე როლისთვის დაფნა.

საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „მილიონრები“, რეჟისორი დავით საყვარელიძე.

გრან-პრი საუკეთესო კომედიური სპექტაკლი – მიხეილ თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი „მაცეკვე ტანგო“, რეჟისორი მამუკა ტყემალაძე.

კომედიის ფესტივალის დამფუძნებლის “საქართველოს რეგიონალური ხელოვნების განვითარების ფონდის “RegArt”-ის სპეციალური პრიზი

საუკეთესო მუსიკლური გაფორმება – საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი „კრიმანჭული“, რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი ამირან შალიკაშვილი

საუკეთესო სცენოგრაფია – გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი „მუსუსი“, მხატვარი თამარ ჭავჭანიძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის რჩეული სპექტაკლი – თავისუფალი თეატრი „ვალსი ძილის წინ“.