Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კომედიის ფესტივალი ნაომარ ქალაქშია

1komediis-fest7 ივნისს ერისთავის თეატრი გორში „კომედიის ფესტივალს“ საზეიმოდ გახსნის. ფესტივალი ფონდ REG ART-ის პირველი მასშტაბური პროექტია და მასში წელს 15 თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას.

„კომედიის ფესტივალი“ ნაომარ ქალაქში მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ის წელსაც გრანდიოზული საზეიმო ცერემონიალით გაიხსნება და 21 ივნისს დაჯილდოებით დასრულდება.

სპეციალური ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს 6 ნომინაციაში – გრან-პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი, საუკეთესო მუსიკა (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მუსიკა იქნება სპექციალურად სპექტაკლისთვის დაწერილი), ხოლო ორგანიზატორი (რეგიონული განვითარების ფონდი) იტოვებს უფლებას ლილი იოსელიანის სახელობის პრემიის ლაურეატი თავად დაასახელოს. ფესტივალზე გამოვლინდება გორის მერიის რჩეული სპექტაკლიც.

კომედიის ფესტივალის წლევანდელი პროგრამა ასეთია:

7 ივნისი კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი „მთვრალი ალუბალი“;

8 ივნისი მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი „აივანი“;

9 ივნისი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი „მე ვხედავ მზეს“;

10 ივნისი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ და „ცილინდრი“;

11 ივნისი რკინის თეატრი „სულ სხვა ოპერა“;

12 ივნისი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“;

13 ივნისი მიხეილ თუმანიშილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული თეატრი „მეცეკვე ტანგო“;

14 ივნისი საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი „კრიმანჭული“;

15 ივნისი ილია-უნის თეატრი „ჭირვეულის მორჯულება“;

16 ივნისი გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი „მილიონერი ნეაპოლი“;

17ივნისი კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი „აბრაკადაბრა“;

18 ივნისი გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი „მუსუსი“;

19 ივნისი სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი „იმერული რეკვიემი“;

20 ივნისი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი „მილიონრები“;

21 ივნისი თავისუფალი თეატრი „ვალსი ძილის წინ“.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია, საფესტივალო აბონიმენტი კი 40 ლარი ღირს.