17 ივნისი, 2015

კომედი ჯგუფმა გადაცემები გააუქმა

1vanos-showრუსთავი 2-ის იუმორისტული შოუების დეპარტამენტმა თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაცემები “ვანოს შოუ”, “ქერის უბანი”, “გააცინე და მოიგე” და “კომედი შოუ” გააუქმა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში “ვანოს შოუს” სახელით გავრცელდა:

– თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ჩვენი მთელი შემოქმედებითი გუნდი ვუსამძიმრებთ დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს. ჩვენი და არხის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამ კვირაში “ვანოს შოუ,, “ქერის უბანი”, “გააცინე და მოიგე”, და “კომედი შოუ” ეთერში არ გავა.

“კომედი შოუ” ეთერში არც წინა კვირას გასულა. თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, “რუსთავი 2”-ის იუმორისტებმა მომზადებული სკეტჩების ეთერში გაშვებაზე უარი განაცხადეს.