30 ივნისი, 2015

კინომსახიობთა თეატრმა ჯილდოზე უარი თქვა

1kinomsaxiobta-teatriმიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა კომედიის ფესტივალზე მთავარი პრიზი გრანპრი მიიღო მამუკა ტყემალაძის მიერ დადგმული სპექტაკლისთვის “მაცეკვე ტანგო”. გრანპრი დიპლომთან ერთად ფულად ჯილდოსაც ივალისწინებდა. თეატრმა და სპექტაკლის შემოქმედებითმა ჯგუფმა კი გადაწყვეტილება მიიღო, უარი ეთქვა ფულად ჯილდოზე.

ინფორმაცია თუმანიშვილის თეატრმა თავად გაავრცელა:

“მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და სპექტაკლის „მაცეკვე ტანგო“–ს მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სურვილით, ჯილდოდ მიღებული მთლიანი თანხა გადაირიცხება 13 ივნისს სტიქიის დროს დაზარალებულთათვის სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე.”

თეატრმა წლევანდელი სეზონი მიხეილ თუმანიშვილის უკვდავი სპექტაკლით “ბაკულას ღორებით” დახურა. 36 წლის სპექტაკლის ბილეთებიდან გაყიდული თანხაც თეატრმა მთლიანად სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხა.