26 ივნისი, 2015

ხვამლის მთაზე უცნობი ძეგლები აღმოაჩინეს

1xvamliკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ხვამლის მთის ექსპედიციის მიერ ლეხიდარის, რიონის და ლაჯანურის ხეობის 80-ზე მეტ სოფელში დღემდე უცნობი რამოდენიმე ათეული არქეოლოგიური და არქიტეტქურული ძეგლია გამოვლენილი.

ხვამლის მთის კირქვული მასივის დღემდე შეუსწავლელი, რთული რელიეფის და რისკების შემცველ ობიექტზე, კვლევითი ექსპედიციის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, პროექტის პარტნიორობა სადაზღვევო კომპანიამ „არდი“ ითავა.

ხვამლის მთის ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით სულხანიშვილმა მედიას ხვამლის ახალი აღმოჩენები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის პროგრამით გათვალისწინებული ხვამლის მთის არქეოლოგიური კვლევის 2015 წელს განსახორციელებელ სამუშაოები უკვე გააცნო.

ხვამლის მთის პრეზენტაციას დაესწრო 1945 წელს ალიოშა ჯაფარიძის ლეგენდრული ექსპედიციის – ხომლის ციხექვაბულის გეოლოგიური კვლევის მონაწილე, ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების წევრი 95 წლის ელენე აბაშიძე.

ხვამლის მთის ახალი აღმოჩენები, როგორც ახალი და დღემდე უცნობი არქიტექტურული და არქეოლოგიური ობიექტები, წლის ბოლომდე კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზაში განთავსდება.