21 ივნისი, 2015

,,ხევსურული საღამო’’ გაუქმებულია

1mtaთბილისში, 13 ივნისს, დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების გამო 26 ივნისს მზიურში დაგეგმილი “ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს” გაუქმებულია. ღონისძიება, რომელიც თეონა ქუმსიაშვილის სახელს ატარებს, ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები და ფოლკლორისტები.

ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.

საღამოს დევიზია – თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან! ამჯერად მთა ბართან ვერ მოვა, რადგან მზიური წყალდიდობამ მთლიანად გაანადგურა. ინფორმაცია ღონისძიების გაუქმების შესახებ თეონა ქუმსიაშვილის მეუღლემ, პოეტმა გელა დაიაურმა გაავრცელა:

– თბილისში, 13 ივნისს, დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების გამო 26 ივნისს მზიურში დაგეგმილი “ხევსურული საღამო-მთის საჩუქარი ბარს” რამოდენიმე კვირით გადაიდო. ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ცოტა მოგვიანებით. ეს საღამო იქნება საქველმოქმედო სახის და მთის შემოქმედები და ხელოვანები ამ სახით მცირეოდენ წვლილს შევიტანთ ჩვენი დაზიანებული დედაქალაქის მშენებლობაში… საღამოს ჩატარების დროსა და ადგილს მალე გაცნობებთ ღონისძიების სახით.