Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ინგრევა

1xashuriხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია. როგორც ხაშურელები აცხადებენ, შენობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ადგილობრივები დახმარებას კულტურის სამინისტროს სთხოვენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც მუზეუმის კედელია აღბეჭდილი:

– ეს გახლავთ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კედელი. რამდენიმე თვის წინ ჩვენს გვერდზე დავდეთ პოსტი, სადაც ვთხოვდით საზოგადოებას, დაინტერესებულიყო ამ თემით და ხაშურის მუნიციპალიტეტსაც დაეფინანსებინა კედლის აღდგენა. მაშინ საყვედური მივიღეთ ადგილობრივი თვითმმართველობისგან, რომ ჩვენ გვსურდა ,,დაგვეწერა” მათი უკვე დაგეგმილი საქმიანობა. როგორც ხედავთ კედელი დღემდე მძიმე მდგომარეობაშია და საფრთხეს უქმნის, მთლიანად შენობას და ექსპონატებს. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება!”