Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,Kavkaz Jazz Festival 2015” იწყება

1kavkaz-logo-new4-დან 7 ივნისის ჩათვლით თბილისში მეექვსე Kavkaz Jazz Festival გაიმართება. წელს ფესტივალი ეთნოჯაზს მიეძღვნება.

ქართველ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან. წელს ტრადიციულ მასტერ-კლასებს დამწყები ჯაზ-მუსიკოსებისთვის გაუძღვება ამერიკული ჰიპ-ჰოპ/სოულ ჯგუფი Dangerflow.

Kavkaz Jazz Festival არის ერთადერთი არაკომერციული ჯაზ-ფესტივალი საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ხელი შეუწყოს ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას. Kavkaz Jazz Festival 2010 წლიდან ტარდება. ამ პეროდის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა მუსიკოსმა.

ფესტივალი 4 ივნისს მოძრაობის თეატრში გაიხსნება. კონცერტები და ვოქრშოპები მოძრაობის თეატრსა და კლუბში 33ა გაიმართება.

ფესტივალის პროგრამა კი ასეთია:

4 ივნისი აფგან რასული (აზერბაიჯანი) ნარინე & Imagine ბენდი (სომხეთი) მოძრაობის თეატრი, მუშტაიდის ბაღი.

5 ივნისი DANGERFLOW-ს ვორქშოპი, იოანა სლოვინსკა (პოლონეთი), ნარინე & Imagine ბენდი (სომხეთი) კლუბი 33ა, ვაკის პარკი.

6 ივნისი PapIraGio ბენდი (გერმანია/საქართველო) ნევჯივან /თარისტანბულ (თურქეთი) მოძრაობის თეატრი (მუშტაიდის ბაღი).

7 ივნისიფესტივალის დახურვა ირიაო (საქართველო) ეთნო ჯაზი, აფგან რასულის ტრიო (აზერბაიჯანი) Grand Jam Session კლუბი 33ა, ვაკის პარკი.