4 ივნისი, 2015

კახი კავსაძე იუბილარია

1Kaxi-Kavsadzeთეატრისა და კინოს მსახიობი კახი კავსაძე იუბილარია. მას 5 ივნისს 80 წელი უსრულდება.

ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 4 ივნისსს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“ გაიმართება.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყობა საზეიმო მიღება.

კახი კავსაძეს და მის თაყვანისმცემლებს, ღონისძიების ორგანიზატორებისგან მრავალი სიურპრიზი ელოდებათ.