,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” სცენას უბრუნდება

1jer-daixocnenმიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლი “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” თეატრის სცენაზე ბრუნდება. ორწლიანი პაუზის შემდეგ, სპექტაკლი ისევ გათამაშდება. წარმოდგენა არა კინომსახიობთა თეატრში, არამედ რუსთაველის თეატრში გაიმართება.

კინომსახიობთა თეატრი და რუსთაველის თეატრი ერთობლივ პროექტს ახორციელებს და წარმოადგენს გოგი მარგველაშვილის მიერ დადგმულ ორმოქმედებიან ვოდევილს „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. ვოდევილი გამოირჩევა არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლით, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია გოგა პიპინაშვილისა და ნინელი ჭანკვეტაძის მიერ შექმნილი ოსეფასა და ელისაბედის დაუვიწყარი სახეები.

30 ივნისს 20 წლის სპექტაკლი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გათამაშდება. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

– ფართო საზოგადოებას და განსაკუთრებით თეატრის ერთგულ მაყურებელს მოგიწოდებთ გავერთიანდეთ დაზარალებულთა დასახმარებლად. შეიძინეთ ბილეთები სპექტაკლზე და ამ ფორმითაც გამოხატეთ სოლიდარობა და თანადგომა დაზარალებულების მიმართ, – ნათქვამია თეატრების მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.