ჯემალ ბაღაშვილი მიმართვას ავრცელებს

1jemalშოუბიზნეს ცენტრ “ლომისის” ხელმძღვანელი და ანსამბლ “ივერიის” უცვლელი წევრი ჯემალ ბაღაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ხელოვანი საზოგადოებას ურჩევს, არ დაიჯეროს ის ინფორმაციები, რაც მისი სახელით სოციალურ ქსელში გავრცელდება:

ჯემალ ბაღაშვილი:

– სულ ახლახანს შევიტყვე, რომ ჩემი სახელით გახსნილია ფეისბუქ გვერდი ჩემივე სურათით და უამრავი მეგობრით. თუ არ ვცდები, 2.300-ზე მეტი მეგობარია. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ფეიბუქ გვერდი გახლავთ ყალბი, ვინაიდან არც მანამდე და არც ახლა, მე ფეისბუქ გვერდი არ მქონია. მათ საყურადღებოდ, ვისაც ჩემთან დაკავშირება გსურთ, შემოგვიერდით ფეისბუქ გვერდებზე “იუმორინა” ან “სტუმრად იუმორინასთან”.