18 ივნისი, 2015

ჯაზის საღამოები აღარ გაიმართება

1jazis-sagamoebiქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, სხვადასხვა კულტურული დაწესებულებები დანიშნულ პრემიერებს და კონცერტებს აუქმებენ, ხოლო ვინც უკვე დაგეგმილი ღონისძიებების გადადებას ვერ ახერხებს, მათ საქველმოქმედო ხასიათს აძლევს და შემოსავლით სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ეხმარება.

კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თეატრში დაგეგმილი ჯაზის საღამოები გაუქმებულია:

– შემოქმედებითი ჯგუფის სახელით, ვუსამძიმრებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობელ ადამიანს. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, მოძრაობის თეატრში, ამ კვირაში, არ გაიმართება ჯაზის საღამოები!