26 ივნისი, 2015

ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა მის დაბადების დღეზე გაიხსნება

1ivlita19 ივლისს ჩოხატაურის რაიონში მედიასახლ “გურია ნიუსის” ოფისში სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეს მისი სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნება.

ბიბლიოთეკის გახსნის იდეა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა.

ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სხვა უწყებები ბიბლიოთეკას უახლოეს მომავალში მიაწვდიან წიგნებს ბიბლიოთეკის პირველ ეტაპზე ასამუშავებლად. წიგნებს აგროვებენ რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც ივლიტას სახელობის ბიბლიოთეკას სხვადასხვა გამოცემებს საჩუქრად გადასცემენ. ნებისმიერ მსურველს ბიბლიოთეკისთვის გადასაცემი წიგნის მიტანა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეუძლია.

ბიბლიოთეკა ახალგარზდებისთვის ახალი ლიტერატურის გაცნობის, ინტერნეტრესურსებთან შეუზღუდავი წვდომის, ერთმანეთთან ურთიერთობის და ახალ ინიციატივებზე მსჯელობის ადგილი იქნება.