15 ივნისი, 2015

იური მეჩითოვი საქველმოქმედო გამოფენას აწყობს

1iuriფოტოხელოვანი იური მეჩითოვი თბილისში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქველმოქმედო გამოფენას აწყობს.

გამოფენის და საქველმოქმედო აქციის შესახებ ინფორმაციას გერმანიაში საქართველოს საელჩოში მომუშავე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი ავრცელებს:

– მობრძანდით სამშაბათს, 16 ივნისს, 18 საათზე საქართველოს საელჩოში და მიიღეთ მონაწილეობა თბილისის წყალდიდობით დაზარალებულთა დახმარების საქველმოქმედო აქციაში! საელჩოში გაიხსნება ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის გამოფენა.