29 ივნისი, 2015

ირმა ნიორაძემ პირადი ფოტოები გაყიდა

1irma-nioradzeქართველმა პრიმაბალერინამ ირმა ნიორაძემ თბილისში ვიზიტი ქველმოქმედებისთვის გამოიყენა. მან მონაწილეობა მიიღო სუხიშვილების 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტში, შემდეგ კი თავისი პირადი ფოტოების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო და შეგროვილი თანხა სტიქიით დაზარალებულებს გადაურიცხა.

„ხელოვნების ჰარმონია“ – ასე უწოდა გამოფენას ირმა ნიორაძემ, სადაც დამთვალიერებელს პირადი ფოტოები შესთავაზა. საღამოზე სპეციალურად მისთვის შექმნილი ახალი ღვინის პრეზენტაციაც მოეწყო. ღვინის მასიური დისტრიბუცია არ იგეგმება. ირმა ნიორაძისადმი მიძღვნილ ღვინოს საფრანგეთში წაიღებენ და სპეციალურ მაღაზიაში განათავსებენ, სადაც მხოლოდ ვარსკვლავების ღვინოები იყიდება. ინიციატივა ფრანგული მხრიდან მოდის, სწორედ მათ სურდათ, ირმა ნიორაძის სახელობის ღვინო ჩამოსხმულიყო.

პრიმაბალერინას თქმით, იდეა სპონტანურად გაჩნდა და მან მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა, სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს ასე დახმარებოდა.