28 ივნისი, 2015

ირმა გიგანი ქველმოქმედებისთვის დაუკრავს

1irmaქართველი პიანისტი ირმა გიგანი ქველმოქმედებისთვის დაუკრავს. 29 ივნისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი.

ირმა გიგანთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცოტნე ცოცხალაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, მარიამ ტაბატაძე, პაპუნა შარიქაძე, მიშა სულუხია, დალი ანთიძე-ციმერმანი, ირინა შერაზერდიშვილი, ნუცა ზაქაიძე, გოდერძი ჯანელიძე, გიორგი შარვაშიძე, მაიკო კუცია, სანდრო სიდამონიძე, სერგო მარკოსიანი, ალეკო ვასაძე, ანა ნიუკრაძე, ვაკო საათაშვილი, მარინა მეტრეველი, ნანა მიქაბერიძე, ეკა გოგოლიძე, ლაშა დეისაძე, მიშო ხოშიკიანი და გიორგი კაპანაძე.

საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობაა. ბილეთის ფასი 10 ლარია, საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხა კი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გადაერიცხება.