15 ივნისი, 2015

,,იქს ფაქტორი” ეთერში არ გავა

1iqs15 ივნისი მთელ საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. მუსიკალური შოუს “იქს ფაქტორის” მორიგი ლაივკონცერტი ეთერში არ გავა. ინფორმაციას მუსიკალური კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, ანრი ჯოხაძის გუნდის წევრი სოფო ბათილაშვილი ავრცელებს:

“15 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ დიდ უბედურებას და ამიტომ იქს ფაქტორის ლაივ კონცერტი გადაიდო. როცა უფრო მეტი ინფორმაცია მექნება გადადებასთან დაკავშირებით, გაგაგებინებთ აუცილებლად.”

სოფოს გავრცელებული ინფორმაცია გიორგი გაბუნიას გუნდის წევრმა დიმა კობეშავიძემაც დაადასტურა:

“შექმნილი ვითარების გამო, იქს ფაქტორის ლაივიც გადაიდო კეთილო ხალხო!”