Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,იავნანამ’’ სახლი 110-ე ოჯახს აჩუქა

1iavnanaპაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულმა საქვლემოქმედო ფონდმა “იავნანამ” მორიგი ღონისძიება გამართა, რომელშიც ანსამბლი “რუსთავი” მონაწილეობდა.

თბილისის საკონცერტო დარბაზში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ორგანყოფილებიანი პროგრამა და განახლებული რეპერტუარით წარადგინა. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხით შეძენილი საცხოვრებელი სახლი ხაშურში მცხოვრებ გამცემლიძეების 8 -შვილიან ოჯახს გადაეცა.

ფონდ “იავნანას” საქველმოქმედო საღამოების ფარგლებში ეს ოჯახი 110-ე აღმოჩნდა, რომელსაც ფონდმა საცხოვრებელი სახლი აჩუქა.

პაატა ბურჭულაძემ ფონდი ”იავნანა” 11 წლის წინ დააარსა და ის პირველივე დღიდან ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საიმედო თავშესაფარი გახდა. ქართველი საოპერო მომღერლის მოწვევით საქართველოში ცნობილი საოპერო ვარსკვლავები ჩამოდიან და იმ პატარებს ეხმარებიან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.