24 ივნისი, 2015

გურამ წიბახაშვილი საქართველოდან წავიდა

1guramქართველი ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი საქართველოდან წავიდა. ამისთვის მას საპატიო მიზეზი აქვს. გურამ წიბახაშვილი გალერეა „Container“-თან ერთად მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსში 2015 წლის თანამედროვე ხელოვნების არტ ბაზრობაში „ArtVilnius“, რომელიც 24 ივნისიდან 2 ივლისამდე გაგრძელდება.

თანამედროვე ხელოვნების არტ ბაზრობა „ArtVilnius“ წელს მეექვსედ იმართება. 2014 წელს მასში მონაწილეობდა 18 ქვეყნის 56 გალერეა, მათ შორის გალერეა „Container“, რომელმაც არტ ბაზრობაზე საქართველო პირველად წარმოადგინა.

„ArtVilnius“ ბალტიისპირეთის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო ბაზრობაა, რომლის ბორდი დაკომპლექტებულია ცნობილი კურატორებისგან და არტისტებისგან, – სწორედ მათ მიერ ხდება გალერეების შერჩევაც მსოფლიო მასშტაბით. “ArtVilnius“-ში გალერეა „Container“ -ის მონაწილეობის მიზანია ქართველი ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაცია და საერთაშორისო არტ წრეებისთვის გაცნობა.

ბაზრობაში მონაწილეობა დაეხმარება ქართველ ხელოვანებს დაამყარონ კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების სფეროში მოღვაწე კურატორებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან და გალერისტებთან.