Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გურამ ბზვანელს ვარსკვლავს გაუხსნიან

18 ივნისი, 2015

1guramკომპოზიტორ გურამ ბზვანელს ვარსკვლავს გარდაცვალების შემდეგ გაუხსნიან. მისი სახელობითი ვარსკვლავის გახსნა დიდი საკონცერტო დარბაზის წინ 22 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა 17 მაისს კომპოზიტორი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამჯერად ღონისძიება გურამ ბზვანელის გარეშე 21 ივნისს ჩატარდება და ის საქველმოქმედო იქნება. კომპოზიტორისა და თბილისში დატრიალებული სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ყოველგვარი ფეიერვერკების გარეშე ჩაივლის.

გურამ ბზვანელის 80 წლისადმი მიძღვნილი საღამო ვარსკვლავის გახსნით დაიწყება და კონცერტით გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მუნიციპალური ბენდი, ნანი ბრეგვაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე, “შვიდკაცა”, აჩიკო ნიჟარაძე, დათო ნოზაძე, თბილისური კვარტეტი, გოგა აბესაძე და ანა ღლონტი.

გურამ ბზვანელის შემოქმედება ყოველთვის პოპულარული იყო. მის სიმღერებს მთელი თბილისი მღეროდა. კომპოზიტორის სახელთან არის დაკავშირებული ცნობილი ე.წ. “გეპეის კვარტეტის” შექმნა, რომელმაც პოპულარობა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც მოიპოვა.