23 ივნისი, 2015

გორის თეატრის ახალი მოწოდება

1goriარ დარჩე სახლში! მოდი თეატრში და დაეხმარები სტიქიით დაზარალებულებს! – ასეთი მოწოდება გაავრცელა გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრმა. თეატრის დასი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად თავის საუკეთესო სპექტაკლს ითამაშებს.

23 ივნისს თეატრი წარმოადგენს ერთმოქმედებიან კომედიას “მუსუსი”, რომელმაც კომედიის ფესტვიალზე ნომიანციებში “საუკეთესო მხატვრობა” და “ახალგაზრდა ქალის როლის შესრულებისთვის” გაიმარჯვა.

ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი სოსო ნემსაძეა, ტექნიკური რეჟისორი სოფი დრულევი, სპექტაკლის მხატვრული მხარე უზრუნველყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა, მხატვარი თამარ ჭავჭანიძე, კომპოზიტორი მამუკა მეგრელიძე, ქორეოგრაფი გია მარღანია.

სპექტაკლში მონაწილეობენ ლევან ოზგებაშვილი, ნათია ტატულაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, მანანა თევდორაშვილი, თეკლა მარჯანიშვილი, მარი არღუთაშვილი, ზაზა თედელური, კონსტანტინე კახიშვილი, შოთა ხანჯალიაშვილი, ზვიად მაღალაშვილი, ზურაბ პავლიშვილი და ზაზა ცარულაშვილი.

გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა 13 ივნისს დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.