19 ივნისი, 2015

გიორგი პაპკიაური ქველმოქმედებისთვის ნახატებს ყიდის

1papkiauriმხატვარი და მომღერალი გიორგი პაპკიაური თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად საკუთარ ნახატებს ყიდის.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა 23 და 24 ივნისს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედება ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, გიორგის ნამუშევრები გამოფენილი იყო ამერიკაში, სადაც რამდენიმე ნახატი გაიყიდა კიდეც.

ერთ-ერთმა გერმანულმა საქველმოქმედო ფონდმა ქართველი ხელოვანის ნამუშევრები ახალგაზრდა მხატვრების საერთაშორისო კონკურსში ჩართო, სადაც გიორგიმ პირველი ადგილი დაიკავა.

გიორგი პაპკიაური სტამბულში ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა-კონკურსზეც მიიწვიეს.
რაც შეეხება ამ გამოფენას, გიორგი ამბობს, რომ თანამემამულეების მხარდაჭერა ყველაზე რთული მომენტში მისთვის უმთავრესია:

– ეს იქნება ჩემი პერსონალური გამოფენა, სადაც 30 ნამუშევარს გამოვფენ. ეს არის ზეთში შესრულებული აბსტრაქციები. ჩემი ნამუშევრები ცოტა ბავშვურია, მაგრამ ამავე დროს ისინი მრავალფეროვანია და თანამედროვეობასაც პასუხობს. ეს არ იქნება მარტო გამოფენა, ამ ღონისძიებაზე მოსულ საზოგადოებას ელოდება ბევრი სიურპრიზი, საღამოს გაალამაზებენ ცნობილი სახეები, მათ შორის ჩემი უსაყვარელესი მომღერალი ნინო ქათამაძე.