Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი მახარაშვილმა ცოლი მოიყვანა

1maxaraახალგაზრდა მომღერალმა გიორგი მახარაშვილმა ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომელი ლეკა მიქაძეა.

გიორგიმ თავის შეყვარებულს ხელი პირდაპირ ეკა ხოფერიას თოქ შოუში სთხოვა და მისგან თანხმობაც მიიღო. სამთვიანი ნიშნობა კი ქორწილით დაგვირგვინდა.

გიორგი მახარაშვილის და ლეკა მიქაძის ქორწინების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ეკა ხოფერიამ გაავრცელა:

– დავაქორწინეთ! მე ვიყავი მმაჩის ბიუროს ხელმძღვანელი! გიორგი მახარაშვილი და ლეკა მიქაძე! ბავშვებო, აბა თქვენ იცით!

თავად მომღერალმა კი საყვარელ ადამიანთან გადაღებული ფოტო “ფეისბუქში” დადო, რომელსაც მიაწერა:

– უდიდესი და უბედნიერესი დღე ჩვენს ცხოვრებაში.

წყვილი მთელი დღის განმავლობაში უამრავ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს იღებდა.