12 ივნისი, 2015

გელა გურალია კონცერტიდან მოხსნეს

1gelaქართველი მომღერალი გელა გურალია ფართო მსმენელმა რუსული ვოისიდან გაიცნო. მომღერალმა გულშემატკივრების დიდი არმია გაიჩინა როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში.
მისი სიმღერა “დაბრუნდი” “ოქროს ტალღაზე” იყო წარდგენილი და გაიმარვჯა კიდეც ნომინაციაში ხალხის რჩეული.

გელამ თბილისში ჩამოსვლა და დაჯილდოებაზე დასწრება ვერ შეძლო. როგორც მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა, ამის მიზეზი მოსკოვში, წითელ მოედანზე 12 ივნისს რუსეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტი იყო, რომელშიც ქართველი მომღერალიც მონაწილეობდა. თუმცა სრულიად მოულოდნელად, გელა გურალია კონცერტიდან მოხსნეს:

“მეგობრებო, ჩემი გამოსვლა “წითელ მოედანზე” რუსეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით, მოხსნილია. არადა, ამ კონცერტის გამო ვერ მოვხვდი ჩემს სამშობლოში “ოქროს ტალღის” დაჯილდოებაზე, სადაც ნომინირებული რამდენიმე ნომინაციაში გახლდით. ნუთუ ეს ყველაფერი პოლიტიკის ბრალია?”