Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გადადგეს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი!

1gogiკულტურის სამინისტროსთან თეატრალური უნივერსიტეტიდან გაშვებულმა პროფესორ-მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ბანერებით შეიარაღებულმა აქციის მონაწილეებმა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გოგი მარგველაშვილის და კულტურის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის გადადგომა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, უნივერსიტეტში კორუფცია და ნეპოტიზმი მძვინვარებს, მზადდება ყალბი დიპლომები და უნივერსიტეტიდან უკანონოდ გათავისუფლებულია პროფესორ-მასწავლებლები.

აქციის ორგანიზატორებმა მოუწოდეს პროკურატურას დაინტერესდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში არსებული უკანონო ქმედებებით და გამოძიება დაიწყონ.

გოგი მარგველაშვილის და მანანა ბერიკაშვილის გადადგომის მოთხოვნით თეატრალური უნივერსიტეტიდან გაშვებული პროფესორ-მასწავლებლები საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ.

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი მათ ბრალდებებს უსაფუძლოს უწოდებს.