9 ივნისი, 2015

ეთერ კაკულია ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

1eterმომღერალი ეთერ კაკულია მძიმე სენს ებრძვის. ის ამჟამად ისრაელში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის. მის მხარდასაჭერად არაერთი ტელემარათონი თუ მხარდასაჭერი კონცერტი ჩატარდა, გაიხსნა საბანკო ანგარიში და ამოქმედდა სპეცნომრები.

როგორც მისი მეგობარი რაულ ქირია სოციალურ ქსელში წერს, ეთერ კაკულიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა:

– ჩემი ეთერი ძალიან ცუდად არის, უკვე მკურნალობასაც ვეღარ უგრძელებენ, ბედის იმედად დავრჩით. დღეს ღამე ჩამოიყვანენ ისრაელიდან, არც ვიცი ფრენას თუ გაუძლებს, ჩემი ეთერი!