15 ივნისი, 2015

,,ერთი ერთში’’ გაუქმებულია

1ertiმუსიკალური და გარდასახვის შოუ “ერთი ერთში” ყოველ სამშაბათს გადის იმედის ეთერში.

ხვალ 16 ივნისს პროექტი ეთერში არ გავა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ხელმძღვანელობა ავრცელებს:

– „ერთი ერთში“-ს შემოქმედებითი ჯგუფისა და მონაწილეების სახელით, ვუსამძიმრებთ სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს. ვიზიარებთ მათ მწუხარებას და შექმნილი მძიმე ვითარების გამო, ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში, სამშაბათს გასართობი შოუ არ გავა. ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს.