22 ივნისი, 2015

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჭაბუა ამირეჯიბის კაბინეტი გაიხსნება

1chabua23 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი გაიხსნება.

ღონისძიება წინა კვირას იყო დაგეგმილი, თუმცა ქვეყანაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მისი გადადება გამოიწვია.

ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტში განთავსდება მწერლის ხელნაწერები, გამოცემული ნაწარმოებები, პირადი ნივთები და სიმბოლური საკანი, რომელიც მწერლის ციხეში გატარებული წლების სიმბოლო იქნება.

კაბინეტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მწერალ მერაბ რატიშვილის მხარდაჭერით გაიხსნება.