28 ივნისი, 2015

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დედაენის დარბაზი გაიხსნება

1erovnuli-bibliotekaსაქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დედაენის დარბაზი გაიხსნება. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს:

– ერთი დიდი და საეტაპო ამბავი. სამშაბათს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოფოციალურად გაიხსნება: დედაენის დარბაზი, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, აფხაზური ბიბლიოთეკა, ქართული ემიგრაციის დარბაზი-სამკითხველო, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, ვახტანგ მეექვსის სახელობის თანამშრომელთა სამუშაო ლაბორატორია, ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი–ექსპოზიცია, ელექტრონულ ბიბლიოთეკა “ივერიელის” სამუშაო ლაბორატორია, ეროვნული ბიბლიოთეკისა და “ჯეოსელის” ერთობლივ პროექტ “ციფრულ ფოტომატიანეს” ლაბორატორია, რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორია, ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა SIERRA-ს კაბინეტი. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, ამერიკის ელჩი და ის ბიზნესმენები დაესწრებიან, რომლებიც დაგვეხმარნენ ან მომავალში დაგვეხმარებიან მსგავსი ამბების განხორციელებაში.