17 ივნისი, 2015

„ერისიონი“ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

1erisioni-13017 ივნისს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ ახალციხეში, ახალციხის თეატრში, საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

ანსამბლის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტები ქვეყნის ყველა რეგიონში იმართება.

მორიგი წარმოდგენა, ანსამბლის ინიციატივით, საქველმოქმედო იქნება და კონცერტიდან შემოსული თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება.