Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეკა ჩხეიძემ მოდელობა დაიწყო

1ekaმარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ეკა ჩხეიძემ მსახიობობას მოდელობაც შეუთავსა და 8 ივნისს “ლისი-ლაუნჯში” დიზაინერ მანანა მანიას ახალი კოლექციის ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას.

დიზაინერი მოდის მოყვარულებისთვის 50 კოსტიუმს წარმოადგენს. ის მოდაში არსებულ წესებს და ჩარჩოებს არ ითვალისწინებს და არც ფეშენ ვიკის სისტემით მუშაობს. მანანა მანია მთლიანად საკუთარ ფანტაზიას არის მინდობილი. მის კოლექციაში ყველანაირი სტილის კოსტიუმებია ნებისმიერი გემოვნების და ასაკის მომხმარებლისთვის. სამოსის გარდა, მანანა მანიას შექმნილია ქუდები და აქსესუარებიც, რომლებიც “ლისი ლაუნჯში” იქნება წარმოდგენილი.

ეკა ჩხეიძე, ნატო გაგნიძე, ეკა ანდრონიკაშვილი, ნანუკა ლითანიშვილი, მაკა შალიკაშვილი, თაკო ცქვიტინიძე, ქეთი ასათიანი, ბალერინა თათა ჯაში და ლიკა ყაზბეგი სპეციალურად მათთვის მოწყობილ პოდიუმზე გაივლიან და დიზაინერის ახალ კოლექციას დამთავლიერებლის სამსჯავროზე გამოიტანენ.