28 ივნისი, 2015

,,დურუჯის’’ მოკლე ნუსხა ცნობილია

1duruji2015 წლის პრემია “დურუჯზე” წარდგენილ კანდიდატთა მოკლე ნუსხა ცნობილია.

საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის“ მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ უკვე მეშვიდედ გაიცემა. წელს საბუთების წარდგენის ვადა 8 მაისს ამოიწურა. სულ შემოტანილ იქნა 22 თეატრის 37 განაცხადი.

5 წევრისგან შემდგარი ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აფასებდა. ჟიურიმ თითეულ ნომინაციაზე კანდიდადტა მოკლე ნუსხა უკვე შეადგინა. პრემიის ლაურეატების გამოსავლენად კი საბოლოო ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა სადღესასწაულო ცერემონიაზე გახდება ცნობილი, რომელიც შემოდგომაზე ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში გაიმართება.

„დურუჯი“ 2014-2015 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14.000 ლარს;საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს; სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს; საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი – გადაეცემა საქართველოს კულტურისადა ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10.000 ლარის ოდენობით. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

– როგორც ყოველთვის, დაჯილდოების ცერემონიას და საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენას განსაკუთრებული მოუთმენლობით ელიან თეატრალური სფეროს წარმომადგენლები – დაძაბულობა და ინტერესი პიკს აღწევს. სასიხარულოა, რომ „დურუჯი“ კვლავაც ინარჩუნებს თეატრალურ სფეროში დაწესებული ყველაზე პრესტიჟული კერძო პრემიის სახელს. დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის, ჩვენი კომპეტენტური ჟიური ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და პრემიის ლაურეატის წოდებას ღირსეულ კანდიდატებს მიანიჭებს, – აცხადებს პრემიის დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი.

რაც შეეხება მოკლე ნუსხას, ჟიურის გადაწყვეტილებით, ის ასე გამოიყურება:

საუკეთესო სარეჟისორი ნამუშევარი

1. რობერტ სტურუა – „ასულნი“ – შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

2. დავით დოიაშვილი – „ფსკერზე“ – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

3. ლევან წულაძე – „შეშლილის წერილები“ – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

4. ბესიკ კუპრეიშვილი – „თამაში მაგიდასთან“ – თითების თეატრი

5. ანდრო ენუქიძე – „მაკბეტი“ – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი

1. ნიკოლოზ საბაშვილი – „1945“ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

2. სოსო ბაკურაძე – „მატარებელი მოდის“ – მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

3. ანი ხიდაშელი – „თავისუფალი პეპლები“ – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

1. გოგა გველესიანი – „ფსკერზე“ – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსაკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

2. ონისე ონიანი – „თამაში მაგიდასთან“ – თითების თეატრი

3. ვანო იანტბელიძე – „ვინ გატეხა ქოთანი“ – თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

4. მერაბ კაკალია – „დაბრუნება“ – ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი

5. კოკო როინიშვილი – „თავისუფალი პეპლები“ – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

საუკეთესო მსახიობი ქალი

1. მარინა კახიანი – „ასულნი“ – შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

2. ანა სანაია – „1945“ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

3. ნანა ბუთხუზი – „ფსკერზე“ – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსაკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

4. ბუბა გოგორიშვილი – „ფსკერზე“ -თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

5. ნიარა ჭიჭინაძე – „კალიგულა“ – ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი

1. თამარ ბართაია – „კაბა და სარკე“ – გიორგი ერისთავის სახელობისგორის სახელმწიფო დრამატული თეატრი

2. ოთარ ქათამაძე, პაატა ციკოლია – „კალიგულა“ – ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პრიფესიული სახელმწიფო თეატრი

3. ლაშა თაბუკაშვილი – „ათვინიერებენ მიმინოს“ – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი