17 ივნისი, 2015

დავით ოქიტაშვილი განმარტებებს აკეთებს

1dato16 ივნისს ბათუმში ორი ქორეოგრაფის თემურ ბიბილეიშვილის და ზაურ ლაზიშვილის ვარსკვლავები გაიხსნა. ამ ღონისძიებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება და გაღიზიანება მოყვა.

– ბათუმი, 2015 წლის 16 ივნისი, საქართველო დაკარგულ შვილებს დასტირის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრი თავის მოადგილებთან ერთად ზეიმობენ ვარსკლავის გახსნას. მინიმუმ ეს არის უზნეობის ზეიმი აჭარაში. დააკვირდით მათ ბედნიერ სახეებს. ბატონო პრემიერო ეს ხალხი თქვენი სახეა აჭარაში, თუ არ უერთდებით ხაბაძის ზეიმს, დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდეს თანამდებობიდან ყველა, ვინც ღებულობდა ზეიმში მონაწილეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში აღითქმება ისე, რომ თქვენც იზიარებთ ამ უზნეობის ზეიმს, – ნათქვამია სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა განმარტებები გააკეთეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის თქმით, საღამო საქველმოქმედო იყო და ის საზეიმო ხასიათს არ ატარებდა.

საქართველოში ვარსკვლავების გახსნის ინიციატორი კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი აცხადებს, რომ მათ ვარსკვლავების გახსნა აჭარის განათლების სამინისტრომ დაუკვეთა და თარიღით მათ შეარჩიეს.

– რა უფლება მაქვს აჭარის კულტურის სამინისტროს ვუბრძანო, როდის დანიშნონ ღონისძიება? ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს და შეგიძლიათ ნახოთ. მათ შეგვიკვეთეს, რომ გაგვემზადებინა ორი ვარსკვლავი. ღონისძიება 16-ში რომ უნდა ჩატარებულიყო, ეს მათ გადაწყვეიტეს, – განაუცხადა ჟურნალისტებს დავით ოქიტაშვილმა.