Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათო გომართელი ტელევიზიებს მიმართავს

21 ივნისი, 2015

1dato-gomaraმომღერალი დათო გომართელი, რომელიც ღია განცხადებებით არასოდეს გამოირჩევა, ტრადიციას არღვევს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

მომღერალი ამჯერად ქართულ ტელევიზიებს მიმართავს და მათ ხელმძღვანელებს მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდებს:

– მაინცდამაინც უბედურება უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ ჩვენმა ტელევიზიებმა ქართული ფილმები გაუშვან ეთერში. რა კრიტერიუმებით არჩევენ ინდურ, თურქულ ან სხვა უგემოვნო სერიალებს, რითიც კიდევ აკნინებენ და დაბლა სწევენ საქართველოს მოსახლეობის, ახალგაზრდების შეგნებას და გემოვნებას. არც კი ითვალისწინებენ გრძელვადიან შედეგებს ამ ყველაფრისა. თქვენ იმიტომ ხართ ტელევიზიების სათავეში, რომ მოსახლეობის გემოვნების დონე ასწიოთ და არა მათ დონეზე დახვიდეთ. ზუსტად ეს არის ჩემი აზრით, სახე უნიჭობისა და კრეატიულობის ნაკლებობისა.