15 ივნისი, 2015

ბექა გოჩიაშვილის სოლიდარობა თბილისს

1beqa-gociashviliუცხოეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი სოლიდარობას უხადებს სტიქიით დაზარალებულებს და მთლიან საკონცერტო ტურს მათ უძღვნის.

საგანგებო განცხადება პიანისტმა სოციალცურ ქსელში გაავრცელა:

– მუსიკალურ სოლიდარობას ვუცხადებ და ვუძღვნი მთლიან ტურს სტიქიით დაზარალებულ-დაღუპულ ხალხს და ცხოველებს!

ბექა გოჩიაშვილის უახლოესი კონცერტები ევროპაში, კანადასა და სან-ფრანცისკოშია დაგეგმილი. ის რეპეტიციებს ლოს ანჯელესში სტენლი კლარკის ბენდთან ერთად გაივლის.