19 ივნისი, 2015

,,არტ გენის” პროგრამა ცნობილია

1artgeniფესტივალი “არტ გენი” ტრადიციას არც წელს დაარღვევს და თავის ღონისძიებებს ისევ საქართველოს რეგიონებიდან დაიწყებს. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში სტუმრობის შემდეგ კი “არტ გენი” თბილისში დასკვნით ღონისძიებებს მოაწყობს.

28 ივნისს ფესტივალი გაიხსნება სოფელ სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმის ეზოში. რეგიონალური ფესტივალის დღის პროგრამაშია: ფოლკლორი – დასავლეთ საქართველოს რეგიონები, საღამოს პროგრამა – მოწვეული პოპულარული სტუმრები დღის განმავლობაში რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა და ქართული სამზარეულო

5 ივლისს ”არტ გენი” დაბა სურამში, ბაიანთხევის ტყე-პარკში გადაინაცვლებს. რეგიონალური ფესტივალის დღის პროგრამაშია: ფოლკლორი – დასავლეთ საქართველოს რეგიონები, საღამოს პროგრამა – მოწვეული პოპულარული სტუმრები დღის განმავლობაში რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა და ქართული სამზარეულო

19 ვილისიდან ფესტივალი თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოინაცვლებს, სადაც ყოველდღიურად, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა, ხალხური მედიცინა და ქართული სამზარეულო.

თბილისური “არტ გენის” პროგრამა ასეთია:

19 ივლისი – ფოკლორი – ქვემო ქართლი, ლეჩხუმის რეგიონი, ლატვიური ქორეოგრაფიული ანსამბლი “Saime”,  “სუხიშვილები”.

20 ივლისი – ფოლკლორი – იმერეთის რეგიონი, სამაჩაბლოს დღე,  რობი კუხიანიძე და ჯგუფი “აუთსაიდერი”.

21 ივლისი – ფოლკლორი – გურია, სამცხე–ჯავახეთის რეგიონები, ჯგუფი “რეგიონი”.

22 ივლისი – ფოლკლორი – სამეგრელოს რეგიონი, აფხაზეთის დღე, ბაკურ ბურდული. “Friendly Mosquito”.

23 ივლისი- ფოლკლორი – სვანეთი, კახეთი, პანკისის რეგიონები, ჯგუფი “ფრანი”.

24 ივლისი – ფოლკლორი – ქალაქი ფოთი, შიდაქართლის რეგიონი, ჯგუფი “მგზავრები”.

25 ივლისი – ფოლკლორი – მცხეთა–მთიანეთი, რაჭის რეგიონები, ლატვიური ქორეოგრაფიული ანსამბლი “Saime”,  ჯგუფი “ინსაიდი” და ნინო ქათამაძე.

26 ივლისი – ფოლკლორი – აჭარის რეგიონი, ლატვიური ქორეოგრაფიული ანსამბლი “Saime”, ჯგუფი “33ა”.