15 ივნისი, 2015

ანა გოგუაძის გამოფენა გადაიდო

1aanniiaaახალგაზრდა ფოტოხელოვანის ანა გოგუაძის ფოტოგამოფენა სახელწოდებით “ანას პარიზი აპრილში” გადაიდო.

ექსპოზიცია 15-16 ივნისს ექსპოჯორჯიას ტერიტორიაზე “ტერასა”-ზე უნდა გამართულიყო.

ღონისძიების გადადების შესახებ ინფორმაცია ფოტოხელოვანმა თვითონ გაავრცელა:

“მომხდარი სტიქიის გამო, გამოფენა დროებით გადაიდო,” – დაწერა ანამ სოციალურ ქსელში.

ანა გოგუაძე ფართო საზოგადოებამ პროექტით “მე-ანია” გაიცნო, სადაც ფოტოხელოვანმა ცნობილი მოდელების და მომღერლების მთავარ აქსესუარად ინვალიდის ეტლი აქცია.