8 ივნისი, 2015

,,ამირანმა” გამარჯვებულები დაასახელა

1amiraniთბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი “ამირანი” დასრულდა. საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა და საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.
პრიზები ასე გადანაწილდა:

გრანპრი – “ფრაგმენტები”, აგა ვოსზჟინსკა, პოლონეთი;

საუკეთესო მხატვრული ფილმი – “მე, ისინი და მამა”, სალომე ვეფხვაძე, საქართველო;

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – “ტოროლები და ბუები”, ბაქარ ჩერქეზიშვილი, საქართველო;

საუკეთესო ანიმაციური ფილმი – “ორი მეგობარი”, ნატალია ჩერნიშევა, საფრანგეთი;

საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი – “ჩვენებური”, დენის კოლეროვი, რუსეთი;

ჟიურის სპეციალური პრიზი – “მოწყალება”, ბენჟამინ დიზდარევიჩი, ბოსნია-ჰერცოგოვინა.

ასევე, ჟიურიმ გასცა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელსაც ეუფლებიან სტუდენტები მსოფლიოს კინოსკოლებში:

რეჟისურა – “ლეიდი”, საიმონ მესა-სოტო, დიდი ბრიტანეთი;

სცენარი – “თვალთვალი”, ნოა გუსაკოვი, ისრაელი;

ოპერატორის ნამუშევარი – “ყველაზე სწრაფი რეისის პრობლემა”, გერმანია;

ხმოვანი რიგი – “თანადამქირავებელი”, მარეკ კნაგა, პოლონეთი;

მონტაჟი – “მეძებარი”, იტალია.

ფესტივალის მიმართ ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო ინტერესი. წლის დასაწყისში დაანონსებულ ფესტივალზე 500-ზე მეტი ფილმი წარადგინეს 50-მდე ქვეყნის კინოსკოლიდან. სელექციის შედეგად საკონკურსო პროგრამაში 21 ქვეყნის 48 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, არგენტინის, ამერიკის, პოლონეთის, ბელგიის, ესპანეთის, ირანის, სლოვაკეთის, ისრაელის, საბერძნეთის, ჩინეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, კუბა, კანადას, იტალიის, ავსტრიის, ავსტრალისა და საქართველოს. სწორედ ამ 48 ფილმიდან გამოავლინა ჟიურიმ გამარჯვებულები.

2015 წლის „ამირანის“ ჟიურიში გაერთიანდნენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები: პეტერ სლანსკი – მიუნჰენის კინოსკოლის პროფესორი, ქსიე ფეი – კინორეჟისორი და პეკინის კინოაკადემიის პროფესორი, ნენად დიზდარევიჩი – სარაევოს კინოაკადემიის დეკანი და ვადიმ პროდანი – კიშინიოვის კინოსკოლის პედაგოგი და კინორეჟისორი. ფესტივალს მსოფლიო კინო და ტელესკოლების ასოციაციის პრეზიდენტისა და საბჭოს სახით რამდენიმე საპატიო სტუმარიც ჰყავდა.